პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946 - მიმდინარეობდა 1946 წლის 29 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, საერთაშორისო კონფერენცია ფაშისტური გერმანიის ყოფილ მოკავშირეებთან – იტალიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და ფინეთთან ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოების საზავო ხელშეკრულებების პროექტების განსახილველად.

ამ მასალებს ამზადებდნენ და ათანხმებდნენ სსრ კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიებზე, აგრეთვე მოსკოვის 1945 წლის თათბირზე.

ხელშეკრულებების მუხლების უმრავლესობა პარიზის საზავო კონფერენციამ მოიწონა; მათი მომზადება დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ნიუ-იორკის სესიაზე 1946 წლის ბოლოს, ხოლო ხელმოწერა გაიმართა 1947 წლის 10 თებერვალს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები