პარნასოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარნასოსი.
ა. რ. მენგსის ნახატი (1761 წ.) სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი

პარნასოსი(ბერძნ.) მთის მასივი ფოკისში. მითოსის თანახმად, პარნასოსი აპოლონის და მუზების სავანე იყო. მის მისადგომებთან მდებარეობდა დელფოს ორაკული და აპოლონის ტაძარი. აქვე მოედინებოდა კასტალია – პოეტური შთაგონების წყარო. პარნასოსის მღვიმეებში სახლობდნენ ნიმფები. წარღვნის შემდეგ დევკალიონიც პარნასოსზე გამოირიყა.

თანამედროვე მეტყველებაში „პარნასოსი“ („პარნასი“) პოეტთა საკრებულოს აღნიშნავს, „პარნასიული დები“ კი – მუზებს.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები