პაროდი (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველბერძნული თეატრი, პაროდი ნომერი 9

პაროდი − (ძვ. ბერძ. πάροδος), ძველბერძნულ თეატრში ღია გასასვლელი ორქესტრაზე, ამფითეატრსა და სკენეს ნაგებობას შორის. სპექტაკლის დაწყების წინ აქედან შემოდიოდა მაყურებელთა ნაწილი, სპექტაკლის დროს – ქორო. ახ.წ. I ს.-ში, როცა ბერძნული თეატრი გადაკეთდა რომაული ნიმუშის მიხედვით, პაროდოსები ამოქოლეს. მსახიობების გავლას ამ ნაწილში პირობითი მნიშვნელობა ჰქონდა: დასავლეთის მხრიდან, მაყურებლებისგან მარჯვნივ მდებარე პაროდოსიდან შემოდიოდა ქორო, ვითომცდა ათენიდან მოსული, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსვლა ნიშნავდა სხვა ქვეყნიდან მოსვლას.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები