პეტრეს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრეს ციხე – ციხე (განვ. შუა სს. განახლდა VVI- XVIII სს.) ქ. ბორჯომში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, კლდოვან მაღალ ბორცვზე. ნაგებია ქვებითა და დუღაბით. ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „არს ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისაგან”. მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში”. შემორჩენილია აღმოსავლეთის კედელი, რომელსაც დატანებული აქვს სათოფურები და 3 ჩარდახი. ციხის აგებას მიაწერენ პეტრე ავალიშვილს, მის ძმას – გოგიას კი მეორე ციხის – „გოგიას ციხეს“ აგებას. შემორჩენილია: დარბაზის კედლები, ორნამენტებიანი ქვები, მარცვლეულის ხარო. ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ სახლს. 739 წელს ავალიშვილებს პეტრეს ციხესთან დაუმარცხებიათ უსუფ-ფაშას ლეკ-ოსმალთა ჯარები. წაურთმევიათ ზარბაზნები და სურსათი. 1770 წელს მეფე ერეკლე II-სა და ტოტლებენს ამ ციხესთან გაუმართავთ აღლუმი.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები