პეტრიაშვილი ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი – (Petriashvili Alex), ქართველი დიპლომატი, პარლამენტის წევრი, 2004-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა 24 აგვისტო, 1970 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება
1987-1992 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით;
2000 – რომის ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის მაღალი რანგის კურსი საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება
1994-1998 – საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის, შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების მრჩეველი;
1998-2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2001-2002 – საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ეუთო-ში, გაერო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში – უფროსი მრჩეველი;
2002-2004 – საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში – უფროსი მრჩეველი;
2012 – მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
2012-2014 – სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები