პირდაპირი დამიზნებით სროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირდაპირი დამიზნებით სროლა

პირდაპირი დამიზნებით სროლა - წარმოებს ღია საცეცხლე პოზიციებიდან, როდესაც ქვემეხი უშუალოდ არის დამიზნებული; ტანკებიდან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან, ვერტმფრენებიდან და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიიდან სროლის ძირითადი ხერხი. ხასიათდება საცეცხლე ამოცანის შესრულების მაღალი სიზუსტით და სისწრაფით.

არტილერია პირდაპირი დამიზნებით სროლას მიწისზედა და წყალზედა მიზნების გასანადგურებლად აწარმოებს. ტანკები (ქვეითთა საბრძოლო მანქანები) პირდაპირი დამიზნებით სროლას აწარმოებენ ზარბაზნებიდან მოძრაობაში, მოკლე შეჩერებებით და ადგილიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები