პირობითობა (მხატვრული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირობითობა (მხატვრული) – მრავალპლანიანი და მრავალნიშნადი ცნება, მხატვრული ასახვის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მხატვრული ხედვის არაიდენტურობას ასახვის ობიექტის მიმართ. განასხვავებენ პირველად (ფარულ) და მეორად (ღია) პირობითობას. პირველადი – თავისთავად გამომდინარეობს ხელოვნების ბუნებიდან. მეორადი გულისხმობს მხატვრული სიმართლისმაგვარობის შეგნებულ, დემონსტრატიულ რღვევას. იგი, ამასთანავე, არის პირველადი პირობითობის ტრანსფორმაცია, მისი სტილიზაცია. პროპორციების დარღვევა, კომბინირება და აქცენტირება წარმოშობს განსაკუთრებულ სტილურ ხერხებს, რეალობის ესთეთიკურად ფასეულ, მიზანმიმართულ დეფორმაციას. ღია ტიპის პირობითობის ნიმუშებია ფანტასტიკა და გროტესკი; მომიჯნავე – ჰიპერბოლა, სიმბოლო, ალეგორია, პარაბოლა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები