პიროვნების აშლილობა შიზოიდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა, შიზოიდური - (personality disorder, schizoid), დამახასიათებელია ემოციური, სოციალური და სხვა კონტაქტებისათვის თავის არიდება, ჭარბობს ფანტაზიები და ინდივიდუალური საქმიანობა, ინტროსპექცია, გრძნობების გამოხატვისა და სიამოვნების მიღების შეზღუდულობა. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ტერმინი „შიზოიდური პიროვნული აშლილობა“ კრეჩმერს ეკუთვნის (Kretschmer, 1936). ის თვლიდა, რომ ამ ტიპის პიროვნული კონსტიტუცია შიზოფრენიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი ეს მოსაზრება შემდგომში არ დადასტურდა ამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანები ემოიციურად ცივი, განზე მდგომი და დისტანცირებულია. მათ ნაკლებად აქვთ განვითრებული იუმორის გრძნობა და ინტროსპექციისაკენ და ფანტაზიისაკენ არიან მიდრეკილნი.

ისინი ცივი ადამიანები არიან. მათ არ შეუძლიათ ნაზი გრძნობებისა და ბრაზის გამოხატვა. ნაკლებად აინტერესებთ სექსუალური ურთიერთობა. როდესაც აშლილობა უკიდურესად ინტენსიურია, ისინი უგრძნობი და ცივი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი დისტანციურნი არიან და ნაკლებად აინტერესებთ სხვა ადამიანების აზრი.

საზოგადოებაში ყოფნისას ცუდად გრძნობენ თავს, არ შედიან ახლო კონტაქტში; ოჯახური ცხოვრება მათთვის არ არის კმაყოფილების მომტანი. მათ უყვართ განმარტოება, მარტო მიჰყვებიან ცხოვრების გზას და იშვიათად ქმნიან ოჯახს. მათ უჭირთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, ნაკლებად ახასიათებთ იუმორის გრძნობა და ვერ იღებენ სიამოვნებას ისეთი აქტივობებისგან, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სიამოვნების მომტანია. ამ თვისებების გამო ისინი კიდევ უფრო შორდებიან გარშემო მყოფთ.

ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ინტროსპექციისა და ფანტაზიისაკენ. უფრო მეტად აინტერესებთ ინტელექტუალური თემები, ვიდრე ადამიანები. აქვთ წარმოსახვის რთული შინაგანი სამყარო, მაგრამ ემოციებისგან დაცლილი

შიზოიდური პიროვნული აშლილობის ნიშნები
ემოიციურად ცივი
ინდიფერენტული
დისტანციური
უჭირს სიამოვნების მიღება
ინტროსპექტული

ამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანები ერიდებიან ახლო ურთიერთობას და ხშირად ეთიშებიან მკურნალობას რამდენიმე სეანსის შემდეგ. თუ მათ დავარწმუნებთ გააგრძელონ მკურნალობა, ისინი იწყებენ საკუთარი პრობლემების ინტელექტუალიზაციას და ეჭვის შეტანას მკურნალობის ღირებულებაში. თერაპევტი უნდა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს საკუთარი პრობლემების გაცნობიერებაში და მათზე იმგვარ რეაგირებაში, რომელიც რაც შიძლება ნაკლებ სირთულეს გამოიწვევს. საუკეთესო შემთხვევაში მკურნალობის პროცესი ნელია, ხოლო შედეგები - უმნიშვნელო. კვლევითი ფსიქოთერაპია, სავარაუდოდ, წარუმატებელი უნდა იყოს, ხოლო მედიკამენტური მკურნალობა, ზოგადად, არაეფექტურია.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები