ჟიდი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრე ჟიდი

ანდრე ჟიდი – (ფრანგ. André Gide, 1869-1951), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. პიესებში „საული“, „მეფე კანდავლი“ – ასახავს ძალაუფლებისმოყვარე დესპოტმანიაკებს, სატირული საღებავებით გადმოსცემს მათ გარემოცვასაც. მისი საყვარელი გმირია ამაყი მარტოსული, რომელიც დასცინის საზოგადოებისა და ღმერთის ძალაუფლებას, თავის თავს სამშობლოზე მაღლა აყენებს და ემორჩილება მხოლოდ თავისუფალი ნების აქტს („ფილოქტეტი“). სოციალიზმის და ფაშიზმის გამწვავების ფონზე მან დაწერა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, დრამა „ოიდპოსი“. კაპიტულანტური განწყობილებანია გადმოცემული მის პიესაში „რობერი ანუ საზოგადოებრივი ინტერესი“. იგი არის, აგრეთვე, თეატრის შესახებ თეორიული შრომების ავტორი („თეატრის ევოლუცია“). ინსცენირებული აქვს თავისივე რომანი „ვატიკანის მიწისქვეშეთი“, კაფკას რომანი „პროცესი“ (ჟ.ლ. ბაროსთან ერთად). მან გარკვეულწილად ხელი შეუწყო ეგზისტენციალიზმის ჩამოყალიბებას და ფრანგული „ავანგარდის თეატრის“ წარმოშობას. დაჯილდოებულია ნობელის პრემიით (1947).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები