ფაშიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა

ფაშიზმი - პოლიტიკური მიმდინარეობა და იდეოლოგია, რომელიც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში წარმოიშვა I მსოფლიო ომის შემდეგ. ტოტალიტარიზმის ფორმა, აშკარად ტერორისტული დიქტატურა, რომელიც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას.

ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დოქტრინები, რომლებიც ჯერ კიდევ ფაშიზმის გაჩენამდე წარმოიშვა: რასიზმი, შოვინიზმი და აგრესიული გეოპოლიტიკა.

პოლიტიკურ სფეროში ფაშიზმისათვის დამახასიათებელია: სახელმწიფოს შიგნით – უმკაცრესი ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალადობას, მილიტარიზმს, მასობრივ ტერორს და რეპრესიების სისტემას, ბელადის კულტს, სოციალურ დემაგოგიას; საერთაშორისო ასპარეზზე აგრესია და დამპყრობლური ომები, პოლიტიკური მუხანათობა და საერთაშორისო სამართლის იგნორირება, სხვა ხალხების გენოციდი.

ფაშიზმის იდეებმა კონცენტრირებული სახით პოვეს გამოატულება ადოლფ ჰიტლერის წიგნში „მაინ კამპ“ (“ჩემი ბრძოლა”, 1925).

პირველი ფაშისტური ორგანიზაცია იტალიაში შეიქმნა 1925 წელს, ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით. 30-იანი წლების დამლევს ფაშისტური რეჟიმი დამყარდა იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში.

გერმანიის ფაშიზმმა (ხელისუფლების სათავეში იყო 1933–45) იტალიის ფაშიზმთან (ხელისუფლების სათავეში იყო 1922–43) და მილიტარისტულ იაპონიასთან ერთად გააჩაღა II მსოფლიო ომი, რომელიც მათი მარცხით დამთავრდა.ფაშიზმის ლოზუნგები, რომლებიც ახალი ვითარების შესაბამისად არის შეცვლილი, ამჟამად ზოგიერთ ქვეყნებში ნეოფაშიზმად არის რეანიმირებული.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები