ჟღენტი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ჟღენტი

კონსტანტინე ჟღენტი − (Konstantine Jgenti), ქართველი დიპლომატი, 2014-2018 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, 2019 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.

დაიბადა 8 სექტემბერი, 1952 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1975 − დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსი აღმოსავლეთმცოდნის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
1976-1989 − მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილებაში;
1983 − დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „პალესტინა ინგლისის მანდატის წლებში“.
1989-1990 − წლებში იყო მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი;
1993 − იყო მიწვეული მკვლევარი აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სკოლაში, სადაც მუშაობდა თემაზე „რუსეთის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა სივრცეში და კონფლიქტები“;
2009-2014 − წლებში იყო თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული და ნამდვილი პროფესორი;
1990-დან − მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა დროს იყო პოლიტიკური და ევროპა-ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი;
1997-2000 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიაში;
2004-2006 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში (არა-რეზიდენტი);
2018-2019 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ფლობს: რუსულ, ინგლისურ, არაბულ და იტალიურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები