ხუნდაძე რაჟდენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რაჟდენ ხუნდაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაჟდენ ხუნდაძე

ხუნდაძე რაჟდენ − (1845 − 1929), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პოეტი, სასულიერო პირი.

დაიბადა სოფელ კალაგონში (ჩოხატაური). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში, სადაც გიმნაზიაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სასულიერო გალობას; იყო ტიპიკონის ქართული ვერსიის ავტორი; დიდი დამსახურება მიუძღვის სასულიერო საგალობლების, ხალხური სიმღერების შეკრება, ჩაწერასა და პოპულარიზაციაში; 1885–1912წწ. გამოსცა ქართული სასულიერო საგალობლის 10-ზე მეტი კრებული, მათგან აღსანიშნავია: „შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი” (1887, ქუთაისი), „ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი” (1894, ქუთაისი), „ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე” (1902, ქუთაისი), „ქართული გალობა (ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)” (1911, ტფილისი), „საეკლესიო ტიბიკონი” (1910, ქუთაისი); ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობა, „საჯავახოელის”, „საჯაოხელის”, „ქართველიშვილის” ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია”, „მწყემსი”, „კოლხიდა”, „განათლება”, „ჩვენი ქვეყანა”); 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული; ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა „უცნაური ქორწილი”; მეგობრობდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან, ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთან, მ. გურიელთან.


ალექსანდრე ყაზბეგის
გარდაცვალებაზე
სულით ძლიერო, ტანჯვითა
განვლე საწუთროს დღენია,
მეტად გიყვარდა სამშობლო,
გწვავდა მით ცეცხლი, გენია.
ცეცხლი ღვივოდა შენს გულში,
საკეთილდღეოთ ერისა,
მით ყველა ქართველს გულს მოგვხვდა
ხმა შენის გულის ძგერისა.
შენმა „ელგუჯამ“ გაგვაცნო
მთიული კაცის წესები,
მათი ზნე-წესის შემშლელი...
უსამართლობის ფესვები...
მოძმეთ სიმართლის შემლახველს
ბევრსა გადაჰკარ მათრახი:
საქები აქე, ადიდე, გაათახსირე საზრახი.
კმარა, რაცა სთქვი მქუხარედ,
აღტყინებული გრძნობითა,
რაც ვერ სთქვი, შხამათ თან წაგყვა,
ვწუხვართ ჩვენ ამის ცნობითა.
ვაგლახ ჩვენ! უნდა ვიგლოვოთ
ძმა დაკარგული, ბედკრული.
ბედმა გვიმუხთლა, ყოველ წლივ
გვაკლდება ქვეყნის ერთგული,
მშვიდობა შენს სულს, შენს ხსოვნას
მოღვაწე კეთილშობილო,
ქართველის გულ-შემატკივრად
განგებით მოვლინებულო.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები