რაჩიყაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაჩიყაუ (ბალყ.-ყარაჩ. Рачикъау) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ბჲოდენისა და ნართი მონა-ქალის ვაჟი, უსხურთუქების სიძე. არაჩვეულებრივი ძალისა და ძლიერი სულის რაჩიყაუ გაუგონარად ამაყი და ქედმაღალია, რაც გმირის დაღუპვის მიზეზი ხდება. გილჲახსირთანისგან განაწყენებული რაჩიყაუ მის განგმირვას ერთი დარტყმით ვერ ახერხებს, ცხენიდან ვარდება და კვდება (ვარიანტი: მას უსახელო მოწინააღმდეგე ლოცვის დროს ხანჯლის ზურგში ჩაცემით კლავს). მისი ეპიკური ბიოგრაფია მრავალ საგმირო საქმეს ითვლის. ამასთან ერთად, ყაჩაღობს დიდ გზაზე: ატყვევებს გამვლელებს და მონებად ყიდის, ვიდრე არ შეხვდება ყარაშავაჲს, რომელი ბორკავს მას და ერთ-ერთი უხსურთუქის ეზოში არ აგდებს.


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
  • М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები