ბიოდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბჲოდენი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჲოდენ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бёден) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, უცხო ტომელი (არა ნართი), რაჩიყაუს მამა, ნართი ალაუგანის მსგავსი რაინდი – ძლევამოსილი და კეთილმოსურნე. მისი ინიციატივით აყ-ბიჲჩეს ლაშქარი ანადგურებს მტრის რაზმს; მისდევს თევჭერას მდ. ვოლგის სანაპიროზე (ერთ დროს ალაუგანიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული). მაგრამ თუ ალაუგანი ნართებს შორის საცოლეს ვერ პოულობს და დევის ქალს ირთავს, ბჲოდენი ნართების ასულზე ქორწინდება.



ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
  • М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები