რაციონალური ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაციონალური ფუნქციაფუნქცია, რომელიც წარმოადგენს მთელ რაციონალურ ფუნქციას ან წილად-რაციონალურ ფუნქციას. იგი გამოისახება შემდეგნაირად:

Rac001.png

სადაც a0, a1,…,an და b0,b1,…,bm (a0≠0, b0≠0) მუდმივებია, ხოლო m და n - არაუარყოფითი მთელი რიცხვები. რაციონალური ფუნქცია ორი მრავალწევრის შეფარდებაა.

რაციონალური ფუნქცია განსაზღვრულია x-ის ყველა მნიშვნელობისათვის, გარდა იმ მნიშვნელობებისა, რომლებისთვისაც მნიშვნელი Q(x) გადაიქცევა ნულად.

თუ m=0, მაშინ რაციონალურ ფუნქციას ეწოდება მთელი რაციონალური ფუნქცია, ანუ მრავალწევრი. თუ m=n=1, მაშინ რაციონალურ ფუნქციას ეწოდება წილად-წრფივი რაციონალური ფუნქცია და ასეთი სახე აქვს:

y = (ax + b) / (cx + d) .


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები