რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციის სეგმენტური ფილა

რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციები – კონსტრუქციებისა და ნაკეთობების ძირითადი სახეობა, რომელიც, პრაქტიკულად, მშენებლობის ყველა დარგში გამოიყენება. ის არის კონსტრუქცია, პროდუქტი, მიღებული ბეტონის ჩამოსხმით მრავალჯერადი გამოყენების ჩვეულებრივ ან სპეციალურ ყალიბებში, რომლებიც თავსდება კონტროლირებად გარემოში და ბეტონი მყარდება ადგილზე. შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება სამშენებლო ობიექტზე. ასაწყობი ქვა განსხვავდება ასაწყობი ბეტონისაგან იმით, რომ დამზადებისას გამოიყენება წვრილმარცვლოვანი შემავსებელი და, შესაბამისად, ჩამოსხმული ქვის საბოლოო პროდუქტი შედგენილობით უახლოვდება ბუნებრივ ქვას. რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციები მზადდება საძირკვლის და ცოკოლის ბლოკები, საკედლე პანელები, გადახურვის ფილები და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციის სეგმენტური ფილა, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ხიდების, გვირაბების, მილსადენების, სარწყავი და საირიგაციო არხების და მისთ. მშენებლობაში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები