რკინაბეტონის ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის ხიდი

რკინაბეტონის ხიდიხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია რკინაბეტონის კონსტრუქციებისაგან, ხოლო საყრდენები ქვის, ბეტონის ან რკინაბეტონისაგან. კონსტრუქციის სისტემის მიხედვით არსებობს: კოჭური, ჩარჩოვანი, თაღოვანი და კომბინირებული რკინაბეტონის ხიდი. რკინაბეტონის ხიდების უპირატესობებია ხანგამძლეობა და საკმაო ეკონომიური ექსპლუატაცია, ხოლო უარყოფითი – ბზარების გაჩენა, ჩამონატეხები და დიდი წონა. მიუხედავად ამისა, რკინაბეტონის ხიდი ფართოდ არის გავრცელებული მცირე და საშუალო მალის ხიდების მშენებლობაში. მალის ნაშენი ძირითადად მზადდება წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციებისაგან მაღალი სიმტკიცის ფოლადის არმატურის (ან ბაგირების) გამოყენებით.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები