რობინსონი ჯოან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რობინსონი ჯოან - (1903-1983) (Robinson Joan) – ბრიტანელი ეკონომისტი, პოსტკეინზიანური პერიოდის გავლენიანი თეორეტიკოსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1931-1971), კემბრიჯის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ნაშრომით „არასრულყოფილი კონკურენციის ეკონომიკური თეორია” (1933) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სრულყოფილი კონკურენციის კონცეფციაზე აგებული ფასეულობის თეორიის კრიტიკასა და არასრულყოფილი კონკურენციის თეორიაში (მისგან დამოუკიდებლად მსგავსი თეორია შეიმუშავა ე. ჩემბერლინმა). რობინსონი განიცდიდა კ. მარქსისა და ჯ. კეინზის ნაშრომების გავლენას, აკრიტიკებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის (Laissez-Faire) თეორიას, ზღვრულ სარგებლიანობაზე დაფუძნებულ შემოსავლების განაწილების ნეოკლასიკურ თეორიას.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ზრდის თეორიაში. ჯ. რობინსონის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ნარკვევი მარქსისტული ეკონომიკური თეორიის შესახებ” (1942), „ეკონომიკური ფილოსოფია” (1962), „ეკონომიკური ზრდის თეორიის ნარკვევები” (1963), „ეკონომიკური მეცნიერება ჩიხში” (1966), „თავისუფლება და მოვალეობა” (1970), „ეკონომიკური ერესი” (აბდაუბდა - რ.ა.) (1971) და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები