როდოსის კოლოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეკონსტრუქციული რეპროდუქცია

როდოსის კოლოსი (ინგლ. Colossus of Rhodes) – მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის – ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე (საბერძნეთი). როდოსელთა რწმენით, ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკული ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. სიმაღლე ≈33 მეტრი იყო. დაახლოებით ძვ. წ. 226 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. 2015 წელს ევროპელი არქიტექტორების ჯგუფმა წამოიწყო თანამედროვე კოლოსის მშენებლობის პროექტი, რომლის მიხედვით დაახლოებით 150 მეტრის ქანდაკებაში მოწყობილი იქნება კულტურული და გასართობი ცენტრი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები