რუტინა (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუტინა - (routines) – ფირმაში ჩამოყალიბებული ქცევის წესები და ხერხები, კვლავწარმოების მარეგულირებელი სტერეოტიპი, ნეკროეკონომიკის არსებობის მთავარი ფაქტორი, რომელიც საწარმოებს არსებული ეკონომიკის რეჟიმში მუშაობას აიძულებს. ამის გამო მათი საწყობები კონკურენტუუნარო პროდუქციითაა გადავსებული, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი და რიგი საწარმოებისა ურთიერთდავალებების ჩახლართულ ქსელშია გახვეული. ასეთ პირობებში ვალების ჩამოწერის არსებული მექანიზმი ის დამკვიდრებული რუტინაა, რომელიც პერიოდულად ვლინდება პოსტკომუნისტურ ქვეყნებში „საგადასახადო ამნისტიის” სხვადასხვა ფორმით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები