საარტილერიო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო დაზვერვა – ტაქტიკური და ოპერატიული დაზვერვის შემადგენელი ნაწილი; მოწინააღმდეგის ობიექტების (მიზნების) შესახებ ცნობების მოპოვება საარტილერიო ცეცხლის მომზადების და წარმოების, სარაკეტო დარტყმების მიყენების ინტერესებისათვის; სარაკეტო და სახმელეთო ჯარების არტილერიის საბრძოლო და ოპერატიული უზრუნველყოფის სახეობა.

საარტილერიო დაზვერვის ამოცანებია:

  • აღმოაჩინოს და განსაზღვროს მოწინააღმდეგის არტილერიის პოზიციების კოორდინატები, უწინარეს ყოვლისა – ბირთვული საბრძოლო მასალების გამომყენებლის.
  • მაღალი სიზუსტის იარაღის ელემენტების, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ტანკების, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებების, მართვის სისტემების ობიექტების და რადიოტექნიკური საშუალებების კოორდინატები;
  • აწარმოოს დასაზიანებლად შერჩეული ობიექტების (მიზნების) დამატებითი დაზვერვა;
  • შეაგროვოს (დააზუსტოს) მონაცემები ადგილმდებარეობისა და მეტეოპირობების შესახებ;
  • კონტროლი გაუწიოს თავისი არტილერიის (ნაღმსატყორცნების) სროლისა და ტაქტიკური რაკეტების დარტყმების შედეგებს;
  • განსაზღვროს მონაცემები ცეცხლის კორექტირებისათვის.

საარტილერიო დაზვერვის საწარმოებლად იქმნება სათვალთავლო, სამეთაურო-სათვალთვალო და მოძრავი სადაზვერვო საარტილერიო პუნქტების, დაზვერვის ტექნიკური საშუალებების საგუშაგოების (პოზიციების) ქსელი. საარტილერიო დაზვერვა იყოფა ბგერით, ოპტიკურ, რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ სახეობებად. მისი ამოცანების შესასრულებლად იყენებენ აგრეთვე სადეზვერვო-საკორექციო ვერტმფრენებს. ამისთვის ცალკეული ამოცანების შესასრულებლად იქმნება საარტილერიო დაზვერვის ჯგუფები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები