საარტილერიო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო კომპლექსისაარტილერიო ჭურვებით მიზნების დაზიანებისათვის განკუთვნილი შეიარაღების კომპლექსის სახეობა. კონსტრუქციულად და ორგანიზაციულად აერთიანებს საარტილერიო ქვემეხებს, რომლებიც აღჭურვილია საბრძოლო მასალებით და ცეცხლის მართვის, სროლის უზრუნველყოფისა და საარტილერიო დაზვერვის საშუალებებით.

ტერმინი „საარტილერიო კომპლექსი“ ფართოდ გავრცელდა XX საუკუნის 80-იან წლებში, არტილერიის ზოგიერთი სახეობის კომპლექსურ განვითარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჯარისო (საველე) არტილერიაში ტერმინი გამოიყენება, უმთავრესად, შეიარაღების შექმნის ეტაპზე. ამასთან საარტილერიო კომპლექსის შემადგენლობაში შეიძლება შეტანილ იქნეს წინათ შექმნილი ელემენტებიც. ჯარებში საარტილერიო კომპლექსის შემადგენელი ნაწილები საორგანიზაციო–საშტატო სტრუქტურის შესაბამისად არის განაწილებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები