საბანაძე ნატალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალი საბანაძე

ნატალი საბანაძე − (Nnatalie Sabanadze), ქართველი დიპლომატი, 2013 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

დაიბადა 31 აგვისტო, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1994-1997 − აშშ-ს სვართმორის და მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯები; მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
1998-1999 − ლონდონის ეკონომიკის სკოლა; მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი;
2000-2005 − ოქსფორდის უნივერსიტეტი, მიენიჭა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
2011-2013 − ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი;
2010-2011 − ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტი, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი;
2005-2010 − ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი;
1999-2000 − აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლიტიკური ოფიცერი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიწვეულ მკვლევარად, გერმანიაში, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში და ესპანეთში დეუსტოს უნივერსიტეტში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები