საბრძოლო ამოცანების დასახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ამოცანების დასახვასარდლების (მეთაურების) და შტაბების მიერ დაქვემდებარებული, მიკუთვნებული და მხარდამჭერი ძალების და საშუალებებისათვის მომავალ ოპერაციაში (ბრძოლაში) საბრძოლო ამოცანების მიზნების, შინაარსისა და შესრულების წესის გაცნობა. ჯარების (ძალების) მართვის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი.

საბრძოლო ამოცანების დასახვა შეიძლება მოხდეს სიტყვიერად, პირადად სარდლობის (მეთაურის) მიერ რუკაზე, ადგილზე ან ადგილმდებარეობის რელიეფურ გეგმაზე (მაკეტზე) მითითებებით. ხორციელდება კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ოღონდ, აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული წერილობითი (გრაფიკული) დოკუმენტით. ქვედანაყოფებში საბრძოლო ამოცანებს მეთაური უსახავს ზეპირად (სიტყვიერად).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები