საბრძოლო დანაკარგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო დანაკარგები – პირადი შემადგენლობის, საერთო შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია მოწინააღმდეგის ყველა სახის იარაღის ზემოქმედებით და თანმხვედრი დამაზიანებელი ფაქტორებით; სხვა დანაკარგები, დაკავშირებული ჯარების საბრძოლო მოქმედებებთან (მოყინვა, ავადმყოფობა, მოწამვლა, ტრავმები; ტექნიკის წყობიდან გამოსვლა, მატერიალური საშუალებების გაფუჭება და სხვა); ასევე დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურეები; საერთო საომარი დანაკარგების შემადგენელი ნაწილი.

განასხვავებენ აღუდგენელ და აღდგენილ (დროებით) საბრძოლო დანაკარგებს. ადამიანური საბრძოლო დანაკარგები – აღუდგენელი და სანიტარული დანაკარგები:

აღუდგენელი დანაკარგები

აღუდგენელი დანაკარგებია:

  • მოკლული და გარდაცვლილები,
  • დაკარგულები,
  • ტყვედ ჩავარდნილები (სამხედრო ტყვეები),
  • დათხოვნილები საბრძოლო ტრავმების და ავადმყოფობის გამო და სხვა;
  • შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან აღდგენას.

აღდგენილი დანაკარგი

  • პირადი შემადგენლობა, რომელიც ბრუნდება მწყობრში გამოჯანმრთელების შემდეგ;
  • შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მათი აღდგენის შემდგომ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები