საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობა – მოცემულ ფორმირებაში შემავალი ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების რაოდენობა. ასევე პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ქვედანაყოფში, ნაწილში, შენაერთში, გაერთიანებაში ჯარების (ძალების) გვარეობაში, შეიარაღებული ძალების სახეობასა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებში.

განისაზღვრება გარკვეული თარიღისათვის როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროს მთავრობის დადგენილებებით, უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანებებით და დირექტივებით; ასევე – მათი შტატით და ტაბელით. არის საშტატო, მოცემული სიით და არსებული (ფაქტობრივი) შემადგენლობით. საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობის შესახებ მონაცემები გამოიყენება ოპერაციების (საბრძოლო მოქმედების) დაგეგმვის, ჯარების (ძალების) საბრძოლო მომზადების ორგანიზების დროს, პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად; შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით და სახეობების მატერიალური საშუალებებით უზრუნველსაყოფად.

საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობა ოპერატიული გაანგარიშებებისათვის შეიძლება დაიყოს საბრძოლო (საბრძოლო მასალები, შეიარაღება და ტექნიკა) და რიცხობრივ შემადგენლობად (პირადი შემადგენლობა – კატეგორიების, იარაღის, სამხედრო ტექნიკის მიხედვით).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები