საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება – რეზერვების მიწოდების ან მოწინააღმდეგის ძალების და საშუალებების, საბრძოლო ტექნიკის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების (ზურგიდან ან ფრონტის სხვა რაიონებიდან) მანევრის არსებითი შეზღუდვა საბრძოლო მოქმედებების ზონაში; ტაქტიკური ავიაციის ერთ-ერთი საბრძოლო ამოცანა. საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება ხდება მოწინააღმდეგის რეზერვებზე დარტყმებით მისი თავმოყრის ადგილებში და მარშზე, სარკინიგზო და საავტომობილო კვანზებზე, აეროდრომებზე, საკომანდო პუნქტებზე, გაერთიანებების და შენაერთების კავშირგაბმულობის კვანძებზე, უზრუნველყოფის ბაზებზე, საზღვაო ბაზებსა და პორტებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები