საგზაო პორტლანდცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგზაო პორტლანდცემენტიპორტლანდცემენტი, რომლის შედგენილობაში მაღალი შემცველობით შედის ალიტის მშრალი ნარევი. მზადდება ნორმირებული შემადგენლობის კლინკერისაგან მინერალური დანამატების გარეშე. კლინკერში სამკალციუმიანი სილიკატის (C3S) რაოდენობაა არანაკლები 52%; სამკალციუმიანი ალუმინატის (C3A) – 3-8%; თავისუფალი კირის (CaO) – არაუმეტეს 1%; მაგნიუმის ჟანგის (MgO) – არაუმეტეს 5%. ზოგჯერ, კლინკერის დაფქვისას, ცემენტს უმატებენ 15%-მდე ჰიდრავლიკურ დანამატს (გრანულირებული ბრძმედის წიდა), აგრეთვე სხვადასხვა სახის პლასტიფიკატორებს. დამზადებისას გამოიყენება ცემენტი მარკით 300 და მეტი. საგზაო პორტლანდცემენტი გამოირჩევა ისეთი სპეციფიკური თვისებებით, როგორიცაა: მაღალი სიმტკიცე, ცვეთამედეგობა, ყინვამედეგობა, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, დეფორმაციის უნარი. გამოყენების სფერო: საავტომობილო გზები, აეროდრომები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები