პორტლანდცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პორტლანდცემენტი (ინგლ. portland cement) – ძირითადი საშენი მასალა თანამედროვე სამრეწველო, სამოქალაქო, საგზაო, ჰიდროტექნიკურ და სხვა მშენებლობაში. პორტლანდცემენტი ჰიდრავლიკური შემკვრელია, მაგრდება როგორც წყალში, ისე ჰაერზე. წარმოადგენს სათანადო ნედლეულის შეცხობის ტემპერატურაზე გამოწვის შედეგად მიღებული კლინკერის დაფქვის პროდუქტს. დაფქვის დროს მას ემატება 3-5% თაბაშირი, შეკვრის ვადების რეგულირებისათვის და აგრეთვე 15%-მდე წიდა ან სხვა აქტიური კაჟმიწა. სიმკვრივე (მოცულობითი მასა) ფხვიერ მდგომარეობაში შეადგენს 1100 კგ/მ3-ს, შემკვრივებულის (დატკეპნილის) –1600 კგ/მ3-ს, ხოლო საშუალოდ აიღება 1300 კგ/მ3. დაფქვის სიწმინდე ზრდის მის სიმტკიცეს და პორტლანდცემენტი სწრაფად მაგრდება. ცემენტის შეკვრის დაჩქარება შეიძლება დაფქვის სიწმინდის გაზრდით, მინერალოგიური შედგენილობის რეგულირებით, წყალცემენტის ფარდობის შემცირებით, ტემპერატურის გაზრდით, ცემენტში დანამატების შეტანით და სხვ.

ტერმინის სახელი დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთის სამხრეთში მდებარე ნახევარკუნძულ პორტლანდთან (Portland), სადაც 1824 წელს შეიქმნა პორტლანდცემენტი. არსებობს პორტლანდცემენტის სახეები: გაფართოებადი, ზედაპირულად აქტიური ორგანული დანამატებით, თეთრი, მჟავამედეგი, ნორმალურად გამყარებადი, ნორმალურად ეგზოთერმული, პლასტიფიცირებული, პუცოლანიანი, საგზაო, სატამპონაჟო, სულფატმედეგი, სწრაფშემკვრელი, ტამპონაჟური დაბალი ტემპერატურისათვის, ტამპონაჟური დამძიმებული, ტამპონაჟური ზომიერი ტემპერატურისათვის, ტამპონაჟური მაღალი ტემპერატურისათვის, ტამპონაჟური ნორმალური სიმკვრივის, ტამპონაჟური ნორმალური ტემპერატურისათვის, ტამპონაჟური სულფატმედეგი, ტამპონაჟური შემსუბუქებული, უთაბაშირო, ფერადი, ძაბვადი, ჰიდროფობური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები