სავალუტო კონტროლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავალუტო კონტროლი - (exchange control), სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ახორციელებს უცხოური ვალუტისა და ოქროს კონტროლს ყველა ან ზოგიერთ იმ ოპერაციაზე, რომელშიც მონაწილეობს ამ ქვეყნის მოქალაქე.

სავალუტო კონტროლი გამოიყენება საგადასახდელო ბალანსის დასაცავად, აგრეთვე ვალუტის კურსის დაცემის თავიდან ასაცილებლად სავალუტო ოპერაციების სრული თავისუფლების პირობებში. სავალუტო კონტროლი პირველად შემოიღეს დიდ ბრიტანეთში 1939 წელს. 1950 წელს იგი საგრძნობლად შესუსტდა, ხოლო მთლიანად ლიკვიდირებულ იქნა 1979 წელს, როდესაც უარყვეს უცხოურ ვალუტასთან და ოქროსთან დაკავშირებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები