სავარცხელა ლეპიოტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lepiota2.PNG

სავარცხელა ლეპიოტა (ლათ. Lepiota cristata (Fr.) Kumm. რუს. Лепиота гребенчатая)


ქუდი – 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა; ჯერ ზარისებრია, შემდეგ – რამდენადმე გაშლილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მოწითალო-მურა ქერცლებით, მოთეთროა, შუაში მურა, ფირფიტები ხშირია, თეთრი.

ფეხი – 3-7 სმ სიგრძისაა და 0,3-0,8 სმ სისქისა, ძირში ოდნავ გამსხვილებულია, ზედაპირი სადაა, მოთეთრო, ხორცისფერ-მოწითალომდე, ახასიათებს ვიწრო, თეთრი ან მოწითალო აპკისებრი საყელო, რომელიც მალე ქრება.

რბილობი – თეთრია, გადატეხისას ფეხში წითლდება, ახასიათებს მხუთავი სუნი და ცუდი გემო.

სპორები – ელიფსისებრია, უფერული 6-8X3-4 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, მდელოზე, ქორკებში ზაფხულ-შემოდგომით. შხამიანი სოკოა.

მსგავსება – ჰგავს ფარისებრ ლეპიოტას. შენიშვნა: სავარცხელა ლეპიოტას მსგავსია, ყავისფერ-მოწითალო ლეპიოტა (Lepiota brunneoincrnata Chacl.et Mart), რომელიც მომაკვდინებელი შხამიანია, საქართველოში ნაპოვნია მხოლოდ ვაშლოვანის ნაკრძალში.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები