სამეთაურო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამეთაურო მომზადება – სასწავლო ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია გენერლების და ადმირალების, ოფიცრების, ზემდეგების და მიჩმანების, სერჟანტებისა და რიგითების (კაპრალების) პროფესიული და მეთოდიკური ოსტატობის ამაღლება; საბრძოლო და ოპერატიული მომზადების შემადგენელი ნაწილი.

სამეთაურო მომზადების მაღალი ხარისხი მართვის ორგანოების მომზადების, ჯარების (ძალების) საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლების უმნიშვნელოვანესი პირობაა.

სამეთაურო მომზადების მთავარი მიზნებია:

  • მეთაურების შემადგენლობის ცოდნის და უნარის სრულყოფა, მაღალ საბრძოლო დონეზე ჯარების (ძალების), დაქვემდებარებული შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების მზადყოფნა საბრძოლო მოქმედებებისა და ცეცხლის მართვის ორგანიზების სრულყოფისთვის;


ასევე სამეთაურო მომზადება მიზნად ისახავს:

  • განუვითაროს ხელქვეითებს მაღალი მორალურ-საბრძოლო თვისებები, შემოქმედებითი აზროვნება, ინიციატივა, სამხედრო ეშმაკობა, გონივრული რისკის გაწევის უნარი;
  • ასწავლოს ჯარების (ძალების) ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობა, მართლწესრიგისა და მაღალი მხედრული დისციპლინის დაცვა;
  • დააუფლოს სწავლების და აღზრდის მოწინავე გამოცდილებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები