სამეუფო კარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამეუფო კარი - კანკელის შუა, ცენტრალური, მთავარი კარი. სამეუფო ეწოდება იმიტომ, რომ წირვაზე წმინდა ძღვენს ამ კარებიდან გამოაბრძანებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეებთან თავად უფალი, მეუფე დიდებისა გამოდის.

ღმრთისმსახურებისას გახსნილი სამეუფო კარები სიმბოლურად ზეციური სასუფეველის გაღებას ნიშნავს. ამ კარებით შესვლა და გამოსვლა მხოლოდ ღმრთისმსახურებს შეუძლიათ. სამეუფო კარი იღება ღმრთისმსახურების გარკვეულ დროს, ხოლო მუდმივად ღიაა ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში.


წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები