სასუფეველი ცათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასუფეველი ცათა - გამოთქმა და ცნება, რომელიც გამოხატავს „ღმრთის სასუფეველს, ღმრთის საუფლოს, ღმრთის მეფურ უზენაესობას“ (ბერძ. basileía thoû theû). ადრეული იუდაიზმის დროინდელი აბსტრაჰირება გამოთქმისა „ღმერთი არის მეფე (იქცევა მეფედ)“ (ებრ. malak Jhwh). რაბინული წარმოშობის გამოთქმა „ცათა სასუფეველი“ (malkût Samajim; შდრ. basileía tôn ouranôn მათესთან) ღმრთის სახელის ხსენების აკრძალვის ტენდენციის ნაყოფია. ეს ორი გამოთქმა აღნიშნავს სამყაროზე, ისტორიასა და ადამიანებზე ღმრთის სრულ და გადამწყვეტ უზენაესობას. მათ ხშირად ვხვდებით სინოპტიკოსებთან, რადგანაც ცათა სასუფევლის თემა უმთავრესია იესოს ქადაგებებში. ცათა სასუფევლის შესახებ მრავალი იგავი მოგვითხრობს, ის წარმოდგენილია, როგორც უკვე თანამსწრები რეალობა (მათ. 12:28; ლუკ. 17:20; 21:32), თავის აღსრულებას კი ის ესქატოლოგიაში პოვებს (მათ. 12:43; 25:31, შმდ.; შდრ. 1 კორ. 15:25, შმდ.).

წმინდა მამების მიხედვით სასუფეველი ღმრთისა არის სულიერად აღმატებული სამოთხე: თუ სამოთხე საჩუქრად მიიღეს ჩვენმა წინაპრებმა - ადამმა და ევამ, სასუფეველი ჩვენ შორის რომ დავიმკვიდროთ, ამისთვის ჩვენც უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად და ვიბრძოლოთ მისთვის, „რამეთუ დღითგან იოანე ნათლისმცემლისა ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათა იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“ - გვასწავლის უფალი მათე მახარებლის პირით (მ. 11-12).

სასუფევლის მოპოვების უპირველესი ნაბიჯი ნათლისღებაა ყოვლადწმიდა სამების სახელზე. ამის შესახებ უფალი ბრძანებს: „უკუეთუ ვინმე არ იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა..., უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ., 3-3,5). ყველაფერ ამასთან ერთად სასუფეველში მოხვედრის პირობას წარმოადგენს, ეკლესიური ცხოვრება და უფლის მცნებების განუხრელი დაცვა, სინანული, აღსარება, ზიარება, ღვთის სათნო ცხოვრება და კაცთმოყვარე ღმერთის განუსაზღვრელი წყალობა.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები