მშვიდობიანი მოსახლეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სამოქალაქო მოსახლეობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობიანი მოსახლეობა (სამოქალაქო მოსახლეობა)საერთაშორისო სამართალში პირები, რომლებიც არ ეკუთვნიან მეომარი მხარეების შეიარაღებულ ძალებს და საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას არ იღებენ.

მშვიდობიანი მოსახლეობის სტატუსს არეგულირებს ჰააგის 1907 წლის კონვენცია სახმელეთო ომის კანონების და წეს-ჩვეულებების შესახებ; ჟენევის 1949 წლის კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ, "შეიარაღებულიკონფლიქტების პერიოდში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ძირითადი პრინციპები”, რომელიც 1970 წელს დაამტკიცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ.

მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევები მიჩნეულია სამხედრო დანაშაულად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები