სამსონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუბენსი, სამსონი და დალილა

სამსონი - (დაახლ. ძვ.წ. XII-XI სს.) – ისრაელის მსაჯული. განთქმული ფილისტიმელებთან ომში ჩადენილი გმირობებით. მისი მოღვაწეობა აღწერილია ბიბლიის მსაჯულთა წიგნში. სამსონი წარმოშობით დანის ტომიდან იყო, რომელიც ყველაზე მეტად იეო ფილისტიმელთაგან შეწუხებული. ბიბლიის მიხედვით სამსონს საშინელი ფიზიკური ძალა ჰქონდა, ხოლო ამ ძალის კერა, მისივე თმები იყო.

როდესაც სამსონი მსაჯულად მოევლინა ისრაელს, ფილისტიმელებს უკვე დაეკავებინათ ისრაელის დიდი ნაწილი და ძალიან ავიწროებდნენ ებრაელებს. ყველასგან გასაკვირად, სამსონმა ფილისტიმელი ცოლი მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მოსეს კანონი უკრძალავდა მას კერპთაყვანისმცემელზე დაქორწინებას.

ერთ-ერთი ბიბლიურ ლეგენდაში აღწერილია, თუ როგორ მოკლა სამსონმა შიშველი ხელებით ლომი. ასეთი ძლიერი მსაჯულით სათავეში ისრაელიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ფილისტიმელებს გააძევებდნენ. სამსონმა წამოიწყო ბრძოლა ფილისტიმელთა ხუთი ქალაქის კავშირის წინააღმდეგ. უწვავდა მოსავალს, თავს ესხმოდა ქარავნებს და სადაც ფილისტიმელ მეომრებს მოჰკრავდა თვალს მუსრს ავლებდა. მათაც სამაგიერო გადაუხადეს და ოჯახობა ამოუწყვიტეს. ამის შემდეგ სამსონი უფრო მრისხანე და სასტიკი გახდა. ის განსაკუთრებით გადაემტერა ქალაქ აშკელონის მცხოვრებლებს და იქიდან ყველა გამომსვლელის თავს ესხმოდა და ძარცვავდა. ასეთი ვითარების გამო მალე აშკელონში შიმშილობა დაიწყო. ფილისტიმელები თავს დაესხნენ იუდას ტომს და მოსთხოვეს სამსონის გადაცემა. ბიბლიის მიხედვით სამსონი დასთანხმდა, ხელები შეაკვრევინა მათ და მტერს გაჰყვა. შემდეგ მან გაიხსნა თოკები და უამრავი ფილისტიმელის ამოწყვეტის და ქალაქის კარის განგრევის შემდეგ განთავისუფლდა.

ბიბლიური ლეგენდა გვიმბობს, რომ საბოლოოდ სამსონი მშვენიერმა ფილისტიმელმა ქალმა, დალილამ გასწირა, რომელმაც გაიგო მისი ძალის საიდუმლო და ღამით თმები შეაჭრა. ღონის გარეშე სამსონი ვერ გაუმკლავდა ფილისტიმელებს, მათ ის გაკოჭეს და ტყვედ წაიყვანეს, ხოლო შემდეგ დააბრმავეს. ბიბლიის მიხედვით სამსონს თმა წამოეზარდა და ერთხელ, როდესაც ფილისტიმელთა ნადიმზე მიიყვანეს, ბრმამ ხელის ცეცებით მოძებნა სასახლის სვეტები, ჩამოანგრია და 4000 ფილისტიმელთან ერთად დაიღუპა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები