სამხედრო კოლექტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო კოლექტივი - ორგანიზებული, შედარებით კომპაქტური სოციალური ჯგუფი, რომელიც ყალიბდება სამხედრო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად მიზნების, ხელმძღვანელობის ერთიანობისა და ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. დანიშნულებით და რიცხოვნობით განსხვავებული სამხედრო ფორმირებების პირადი შემადგენლობა.

ახასიათებს:

  • სტატუსის და პასუხისმგებლობის გაცნობიერების მაღალი დონე, უშუალო კავშირი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან;
  • საქმიანობის მრავალპროფილური ხასიათი;
  • კოლექტივის წევრების მიერ სოლიდარობის, ერთიანობის განსაკუთრებული განცდა, მკაფიოდ გამოხატული მართვის ცენტრალიზაცია.


სამხედრო კოლექტივი სამხედრო მოსამსახურეებს აზიარებს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობას, მხედრულ დისციპლინას; ქმნის სოციალურ გარემოს სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების და მოვალეობების რეალიზაციისა და სამხედრო სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის; ზეგავლენას ახდენს მეომრის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები