სამხედრო წოდებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო წოდებები – წოდებები, რომლებიც პერსონალურად მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს.

სამხედრო წოდებების მინიჭება განსაზღვრულია მათი სამსახურებრივი მდგომარეობით, სამხედრო ან სპეციალური მომზადებით, ნამსახურობით, შეიარაღებული ძალების სახეობის, ჯარების გვარეობის, სპეციალური ჯარების თუ სამსახურისადმი კუთვნილებით და დამსახურებით.

სამხედრო წოდებები აუცილებელი პირობაა პირადი შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო კადრების შერჩევის და განაწილების სწორი ორგანიზაციისათვის, მათი მყარი სამსახურებრივ-სამართლებრივი მდგომარეობისათვის.

სამხედრო წოდებები განსაზღვრავენ ურთიერთობებს სამხედრო მოსამსახურეთა შორის დაქვემდებარების და უფროსობის მიხედვით, დაკავებული თანამდებობების შესაბამისად. სამხედრო სამსახურსა და რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს. სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო წოდებებს აქვს ეროვნულ ტრადიციებთან დაკავშირებული თავისებურებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები