სანაღმე-საარტილერიო პოზიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანაღმე-საარტილერიო პოზიცია – საზღვაო სანაღმე ღობურების და მათი დამფარავი სანაპირო საარტილერო ბატარეიების ერთობლიობა. მისი მიზანია მოწინააღმდეგის ხომალდების არდაშვება წყლიან დაცულ რაიონში. საზღვაო თავდაცვითი პოზიციის შემადგენელი ნაწილი.

სანაღმე-საარტილერიო პოზიციას განეკუთვნებოდა წყლის რაიონიც, რომელშიც სანაპირო არტილერიასთან ურთიერთქმედებით განზრახული იყო ხომალდების შენაერთების (ჯგუფების) გაშლა და მანევრირება. ის გამიზნული იყო მოწინააღმდეგის ფლოტის მიერ სანაღმე ღობურების გარღვევის მცდელობის აღსაკვეთად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები