სანგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანგარი

სანგარი – ღია ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ტექნიკის და პირადი შემადგენლობის დასაცავად. განასხვავებენ ცეცხლსასროლ, საარტილერიო, სატანკო, საბრძოლო მანქანების, გასაშვები დანადგარების და სხვა სანგარებს.

სანგარი შეიძლება იყოს პერსონალური, ჯგუფური, გათვლისა და ათეულისთვის. მისი სიღრმე განისაზღვრება მსროლელის მდგომარეობით ცეცხლის წარმოების დროს, სამხედრო ტექნიკისთვის – ძირითადი იარაღის ცეცხლის ხაზის სიმაღლით. სანგარის გათხრა წარმოებს სასანგრე ხელსაწყოებით, ხელით, სპეციალური საბრძოლო ტექნიკით და სხვა. შენიღბვა ხდება ადგილმდებარობის გათვალისწინებით.


იხილე აგრეთვე

დამცავი ნაგებობები

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები