საუასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუასა (ოს. Сæуæссæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟი, ნართების პირველწინაპარი, დონბეთირების ქალიშვილის ქმარი, ბორას, ძილაუს და ბოლათბარზაის მამა, ვაიგების (დევების) დაუძინებელი მტერი.

ეპოსში საუასას ქვეყანაზე მოვლენის თაობაზე შემდეგი რამაა მოთხრობილი: ცეცხლის სულმა („ზინჯი ბარდუაგ-ი“) უაზმა მთაზე კოცონი გააჩაღა, რომლის ალი და კვამლი ზეცას აღწევდა; განაწყენებულმა ზედებმა გალაგონს შეჩივლეს:

„თავისი კვამლით ცხოვრებას გვიმწარებს. წაიღე სადმე შორს მისი კოცონი“.

გალაგონმა დაუბერა და ცეცხლი უფრო ძლიერ გაჩაღდა, მოედო ტყეს, წაეკიდა ბალახს, ქვები გაწითლებამდე გახურდნენ და სკდომა იწყეს. ალი ძუარებსაც მიწვდა და ამ უკანასკნელებმა უზენაესს თხოვეს:

„გვიხსენი ნაკვერჩხლის მფარველისაგან; ნახევრად ვიწვით, ნახევრად ვიღუპებით“.

ღმერთმა უაზს უთხრა:

„საკმაოდ ბევრი ძუარი გაანადგურე. გეყოფა მათი დაღუპვა“.

პასუხად მიიღო:

„უზენაესო, არ მოვასვენებ მათ. უმჯობესია, ისეთი ადამიანი შექმნა, რომელიც ნაკვერჩხალზე მწვადს შეწვავს და შენზე ილოცებს. მათ მხოლოდ მაშინ შევეშვები“.
„ხვალვე გამოჩნდება ასეთი ადამიანი“, – თქვა უზენაესმა.

ღმერთმა მეორე დღესვე გააჩინა ადამიანი, რომელიც უაზმა ცეცხლში აწრთო, ფოლადივით გახადა და საუასა შეარქვა, რადგან განთიადისას იყო გაჩენილი. დაბერებული საუასას ციხე-სიმაგრეს ვაიგებმა წაუკიდეს ცეცხლი, რომელიც მასაც მოედო და გავარვარებულმა ფოლადის სხეულმა დნობა იწყო. სიმხურვალისგან საუასას ფეხქვეშ მიწა გასკდა და პიველი ნართი ადამიანი ცოცხლად ჩაიტანა.


ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ: 2005;
  • Туганов М. С. Новое в нартском эпосе // ИЮОНИИ. Вып. I. 1946;
  • Макеев Д. Теологические аспекты нартского эпоса // Дарьял. № 1. Владикавказ, 2006.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები