საყლაპავის რადიოლოგიური გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყლაპავის რადიოლოგიური გამოკვლევა — რადიოლოგიური კვლევა აუცილებელია საყლაპავის თითქმის ყველა პათოლოგიის დროს, გარდა – უცხო სხეულის მოხვედრის ან ქიმიური და თერმული დამწვრობის დროს. იმიტომ, რომ კონტრასტული ნივთიერება ამ პათოლოგიების დიაგნოსტიკაში ხელს გვიშლის.

კონტრასტად იყენებენ ბარიუმის ფაფას, რომლის გადაყლაპვისას, რენტგენოლოგიურად, საყლაპავის შიდა კედელი კარგად ჩანს. ასევე, პერფორაციის დროს, ბარიუმის ფაფა საყლაპავის მილს სცდება და გარეთ, ქსოვილებში გადის.

ამიტომ, თუ ეჭვი გვაქვს უცხო სხეულით საყლაპავის დაზიანებაზე, ბარიუმის ფაფის გამოყენება არ შეიძლება. უნდა გამოვიყენოთ სხვა, წყალში ხსნადი კონტრასტული ნივთიერება.

ზოგიერთი პათოლოგიები – მაგალითად ძვლოვანი ან რკინის უცხო სხეულები, არ საჭიროებს კონტრასტს, რადგან ისედაც კარგად ჩანს რენტგენოგრაფიაზე.

რენტგენოლოგიურად, საყლაპავის დაზიანების დროს, უნდა ვეძებოთ პნევმო-მედიასტინუმის ან პნევმოპერიტონეუმის ნიშნები და კისრის ემფიზემა.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები