საცეცხლე ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საცეცხლე ნაგებობასაფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია ქვეითი, სატანკო, სარაკეტო, საარტილერიო და საზენიტო ქვედანაყოფების იარაღით და საბრძოლო ტექნიკით. განასხვავებენ ღია (სანგრები, ტრანშეები) და დახურული ტიპის საცეცხლე ნაგებობებს. დახურული საცეცხლე ნაგებობები არის საველე (იგება ადგილობრივი მასალებისაგან) და ხანგამძლე (სამრეწველო დამზადების მაღალი სიმტკიცის ელემენტების – რკინაბეტონის, ჯავშნის ფილებისაგან), აქვთ სავენტილაციო სისტემა, წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება, გათბობა და სხვა). ტყვიამფრქვევების ცეცხლის წარმოებისათვის დახურული საცეცხლე ნაგებობების ნაირსახეობაა კარკასული კონსტრუქციის ძელმიწურის ნაგებობა, ასაწყობი რკინაბეტონის ნაგებობა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები