საჰაერო-სადესანტო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-სადესანტო მომზადებასაჰაერო-სადესანტო ჯარების პირადი შემადგენლობის მომზადება მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. საჰაერო-სადესანტო ჯარების საბრძოლო მომზადების ერთ-ერთი წამყვანი საგანი. შედგება ორი ძირითადი ეტაპისგან:

  1. პარაშუტით ხტომის და საბრძოლო ტექნიკის (ტვირთების) დესანტირების მომზადება მიწაზე.
  2. ხტომა და საბრძოლო ტექნიკის (ტვირთების) პრაქტიკული დესანტირება.

მიწაზე მომზადებაში შედის:

  • პარაშუტით ხტომის თეორიული საფუძვლები, სადესანტო პარაშუტის მატერიალური ნაწილი და დაკეცვის წესები, საპარაშუტო ხელსაწყოების მოწყობილობა და ექსპლუატაციის წესები, პარაშუტისტ-მედესანტის სპეციალური მოწყობილობა და იარაღის დამაგრების წესები. ასევე პარაშუტით ხტომის ელემენტების, თვითმფრინავებში (ვერტმფრენებში) პირადი შემადგენლობის ჩასხდომის და სამხედრო ტექნიკის ჩატვირთვის დამუშავება, ჟანგბადის მოწყობილობის მოხმარების წესები;
  • ხტომისთვის მომზადების, თვითმფრინავიდან (ვერტმფრენიდან) გადმოხტომის წინ და შემდეგ საწყისი მდგომარეობის დაკავების სიგნალების და კომანდების შესწავლა;
  • დაშვების პროცესში და მიწაზე დახტომის მომენტში, (მათ შორის სხვადასხვა წინაღობის პირობებში – ტყე, ნაგებობები და ა.შ.), წყალზე დაშვებისას, ასევე საგანგებო პირობებში მედესანტის მიერ პარაშუტის მართვა;
  • მაღალ სიმაღლეზე ფრენისთვის მომზადება.

მეორე, დამამთავრებელი ეტაპის საფუძველს წარმოადგენს ყველა იმ წესის და მოთხოვნილების ზუსტი, უნაკლო შესულება, რომლებიც შეისწავლეს მიწაზე მომზადების დროს, ნახტომების და ტვირთების დესანტირების პრაქტიკული შესრულების პროცესში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები