სისხლისა და ფიზიკური დაზიანების ფობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისხლისა და ფიზიკური დაზიანების ფობია - ასეთი ფობიის დროს სისხლის ან ფიზიკური დაზიანების დანახვა შფოთვას იწვევს. თუმცა, მას სხვა ფობიკური აშლილობებისაგან განსხვავებული ვეგეტატური რეაქცია ახლავს თან. პირველად ტაქიკარდიას მოსდევს ისეთი ვაზოვაგალური რეაქციები, როგორიცაა ბრადიკარდია, გაფითრება, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ გულის წასვლა. ამ ტიპის ფობიის მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან ვაზოვაგალური სინკოპეს განვითარებისაკენ შესაბამისი სტიმულების (სისხლი, ფიზიკური დაზიანება) არარსებობის შემთხვევაშც (Accurso et al., 2001). აქედან გამომდინარე, კუნთების დაძაბვამ შეიძლება სინკოპეს პრევენციას შეუწყოს ხელი. ასეთი მდგომარეობა ძალზე გავრცელებულია ავადმყოფის პირველი რიგის ნათესავებთან. შემდგომი ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Marks (1988).


იხილეთ აგრეთვე

სპეციფიკური ფობიები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები