სორელის ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სორელის ცემენტი − მაღალი სიმტკიცის მაგნეზიური ცემენტი დამზადებული მაგნიუმის ჟანგის შერევით მაგნიუმის ქლორიდის წყლის კონცენტრირებულ ხსნართან. ეს ცემენტი პირველად მიიღო ფრანგმა ინჟინერმა ს. სორელმა 1866 წელს. ცემენტი გამოირჩევა კარგი ადჰეზიური თვისებებით სხვა მასალებთან (განსაკუთრებით მერქანთან), მაღალი კოროზიული აქტივობით, დაბალი წყალმედეგობით, ქიმიური მდგრადობითა და სხვ. შეკვრის ვადებია: 20 წთ-დან 6 სთ-მდე, სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე – 30-50 მპა. გამოიყენება აბრაზიული ქვების, ბილიარდის ბურთულების, ფიბროლიტის, ქსილოლიტის, მინის, იატაკების, კიბის საფეხურების და სხვ. დასამზადებლად. სორელის ცემენტი მოხმარება მშენებლობაში შეზღუდულია მაღალი ფასის გამო.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები