სოსრუყო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სოსრიყო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსრუყოს დაბადება. ფ. პეტუვაში

სოსრუყო / სოსრიყო (ადიღ. Саусырыкъуэ/Сосрыкъуэ; Сэтэнайкъо Саусырыкъо – „სათანაის ძე სოსრუყო“) – ჩერქეზული ნართული ეპოსის, აგრეთვე აბაზური და აფხაზური ვერსიების ცენტრალური გმირი („სასრიყვა“), წარმოდგენილია ასევე სხვა ეროვნულ რედაქციებში (ვაინახ. „სესქა-სოლსა“, ბალყ.-ყარაჩ. „სოსრუყი/სოზარუყი“, ოს. „სოსლან/სოზრიყო“).

ადიღურ ნართულ ეპოსში სოსრუყოს თქმულებათა ყველაზე დიდი ციკლი ეძღვნება. ამ ციკლის ზოგიერთი სიუჟეტი ოცზე მეტი ვარიანტით არის ცმობილი. სოსრუყოს პერსონაჟი ეპიკური გმირების უძველეს ტიპებს განეკუთვნება. მის სახელთან არის დაკავშირებული სასწაულებრივი დაბადების, უახლოეს ნათესავთან („ვაჟის წინააღმდეგ მამის ბრძოლის“ სიუჟეტური უნივერსალიის ერთ-ერთი მოდიფიკაცია) და მითიურ არსებებთან ბრძოლების, მიწიერი ბარაქის გაქრობის, აგრეთვე „კულტურული გმირობების“ (ცეცხლის მოპოვება, ფეტვის თესლის დაბრუნება, ნამგლის შექმნა, ნართებს შორის ახალი წეს-ჩვეულებების დამკვიდრება) სიუჟეტები. მკვლევართა ნაწილი სოსრუყოს პერსონაჟს განიხილავს, როგორც მზიური ბუნების მითოსურ პირველსახეს, ამასთან, ადიღურ წარმართულ ღვთაებასთან მის გენეტიკურ კავშირზეც მიუთითებს. სოსრუყოს შესახებ თქმულებების ციკლი ტრადიციული „ეპიკური ბიოგრაფიის“ მიხედვით არის აგებული: სასწაულებრივი დაბადება – გოლიათური ბავშვობა – პირველი მამაცობა – სიუჟეტთა სერიები გმირობებზე – ეთნოლოგიური, ზოგჯერ ყოფითი ხასიათის ნარატივები – გმირული სიკვდილი.

სოსრუყოს პირველი მისვლა ნიხასზე. ფ. პეტუვაში

დანარჩენი გმირების შესახებ არსებულ ციკლებში იგი ეპიზოდური პერსონაჟის სახით გვხვდება და ხშირად თავისებურ ფუნქციას ასრულებს: მასთან შეპირისპირება – ეს არის ნებისმიერი სხვა გმირის ეპიკური იდეალიზაციის ხერხი. ამიტომ ასეთი ხასიათის თქმულებებში სოსრუყო მარცხდება. ჩერქეზებში სოსრუყოს პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შავიზღვის-პირეთიდან ცენტრალურ კავკასიისწინეთამდე მის სახელს არაერთი ტოპონიმი ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ხალხური რწმენა-წარმოდგენები მას ადიღი მოთარეშეებისა და მოგზაურების მფარველადაც სახავდა. „უშიში გმირობა, გოლიათური ძალა, ომის წარმოების რაინდული თავშეკავების დაცვის შეხამება იდუმალ სამხედრო ეშმაკობასთან ნართ სოსრუყოს ჯიგიტი მთიელის უმაღლეს იდეალად აქცევდა...“ (ლ. ლავროვი).

ნართების შესახებ საუბრისას ხან-გირეი წერდა: „ჩერქეზებს ყავდათ წმინდანი ნართებიც. ყველაზე მეტად საუსრუყს ეთაყვანებოდნენ. ზამთრის გარკვეულ ღამეს მისი სახელობის ნადიმსაც კი აწყობდნენ. სასტუმრო ოთახში სოსრუყოსათვის საუკეთესო კერძები და სასმელი მიჰქონდათ, ხოლო თავლაში მისი ცხენისთვის განკუთვნილი თივა და ქერი ელაგა. თვლიდა რა სტუმრის მოსვლას კარგ ნიშნად, მასპინძელი სიხარულით უმასპინძლდებოდა მას“. ამასვე ადასტურებს ლ. ლჲულჲეც. საინტერესოა ითქვას, რომ, ლ. ლავროვის ცნობით, სულ ახლახან ადიღეში იყო ოჯახი, რომლის ქალები ვინმეს მიერ სოსრუყოს სახელის ხსენებაზე მუდამ ფეხზე დგებოდნენ. ეს ოჯახი თავს სოსრუყოს ნათესავად თვლიდა.

გმირის სახელის ხალხური ახსნაა – „ქვის ვაჟი“ ან „მწყემსი სოსის ძე“. მეცნიერთა მიერ დღემდე შემოთავაზებული ლინგვისტური ეტიმოლოგიებიდან (ადიღურ-აფხაზური, ინდოევროპული, თურქული თუ ძველეგვიპტური ენების საფუძველზე) დამაჯერებლად არცერთი არ ითვლება. მ. და ზ. კუმახოვები თვლიან, რომ სახელის ფუძის დასავლურჩერქეზულ-უბიხური ვარიანტისთვის – Саусырыкъуэ/Саусыры-къуа – ამოსავალია შედარებით ღრმა ქრონოლოგიური დონე, ვიდრე საერთოადიღური ენობრივი ერთობაა. ეტიმოლოგიურად გამჭვირვალეა სახელის ფუძის ბოლოსართი, აფიქსი къуэ/къуа „ძე, ვაჟი“.


ლიტერატურა

Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 2. Мыекъуапэ, 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები