სპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპა - ჯარის აღმნიშვნელი ტერმინი შუა საუკუნეების საქართველოში, შემოვიდა სპარსულიდან შუა საუკუნეების დასაწყისში და შეცვალა ქართული ტერმინი „ერი”.

სპასთან ერთად ქართულში შემოვიდა სარდლის აღმნიშვნელი სპარსული ტერმინები: სპასპეტი და სპასალარი, რომლებიც ერისთავის სინონიმები გახდა.

სპას ორნაირი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო - რაინდების აღმნიშვნელი და ფართო - ყოველგვარი ჯარის აღმნიშვნელი.

სპის ერთ-ერთი სახეობა იყო მონასპა - სამეფო გვარდია, აგრეთვე როქის სპა - დაქირავებული ჯარი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები