ტერმინოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერმინოლოგია – (ტერმინი და ბერძნ. logos – მოძღვრება, სიტყვა), მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების… გარკვეულ დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა. სიტყვა „ტერმინოლოგია“. ტერმინოლოგიური ლექსიკონის სინონიმადაც იხმარება: გრამატიკული ტერმინოლოგია, საერთაშორისო ტერმინოლოგია, ტექნიკური ტერმინოლოგია.

ქართული ტერმინოლოგიის ისტორია სათავეს იღებს ქართული მწიგნობრობის დასაწყისიდანვე. X-XII სს. ქართული ტერმინთქმნადობის აღმავლობის ხანაა. საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ტერმინოლოგიის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებას (1918). ამ დროიდან იწყება მკაცრ მეცნიერულ პრინციპებზე დამყარებული ფართომასშტაბიანი ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში. 1921-იდან ტერმინოლოგიური საკითხების შესწავლას ხელმძღვანელობდა განსახკომთან არსებული „სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო“, 1926-იდან – „ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიური კომიტეტი“, რომელიც 1936-იდან სპეციალური სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა. 1941-იდან დღემდე ეს განყოფილება არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემადგენლობაშია;

მ. ჩაჩანიძე



ლიტერატურა

  • ბერიძე ე. ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიისათვის, I – „მეცნიერება და ტექნიკა“, 1952, №7, №9;
  • ღამბაშიძე რ. ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში. – „ქსკს“. წგ. I თბ., I972;
  • მისივე, ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია. ნორმისა და უზუსის საკითხები. – იქვე, წგ. 8. თბ.. 1988;
  • ჩხუბიანიშვილი დ., ქართული ტერმინოლოგიის შესწავლის ისტორიიდან. – „იკე“, XXII, თბ., I980.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები