სტაფილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტაფილო – ლათინური დასახელება – Daucus carota L.

სტაფილო

სარჩევი

კულტურის ზოგადი დახასიათება

  • ბოტანიკური ოჯახი – ქოლგოსანთა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – ორწლიანი
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 16±70C
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 60%
  • ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 5,3-6,5
  • კრიტიკული ტემპერატურის მინიმუმი – -0,70C-დან -0,80C-მდე
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – 350C
  • სასურველი წინამორბედი კულტურები – პარკოსანი კულტურები, კიტრი, ყაბაყი, საადრეო კომბოსტო, ხახვი
  • არასასურველი წინამორბედი კულტურები – ოხრახუში, ცერეცო, ნიახური, სტაფილო, სუფრის ჭარხალი, კართოფილი

გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები

ნანტი 11 – საშუალოდ-საადრეოა, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 110-115 დღემდე. გამოირჩევა მოსავლის მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლებით და კარგი შენახვისუნარიანობით. ძირხვენის მასა შეადგენს 700-720 გრ-ს.

გორული ნანტი – საგვიანო ჯიშია, აქვს კარგი გემური თვისებები და შენახვისუნარიანობა. ძირხვენის მასაა 700-დან 730 გრამამდეა.

ლაგუნა F1 – საადრეო მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია, ძირხვენის მასა 750-760 გრამია.

საბაზისო აგროკალენდარი

სტაფილოს ძირხვენები
აგროღონისძიება დას. საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III X-XII
მოხვნა II-III X-XII
დადისკვა-კულტივაცია II-III II-III
დათესვა II-III II-III
წამლობები IV-VIII IV-IX
მოსავლის აღება IV-VIII IV-IX
ნიადაგის დამუშავება

სტაფილოსათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ. სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3-ჯერ და შემდეგ დაითესოს.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დაჭრდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.

თესვის წესები და ნორმები

სტაფილო ითესება ზოლებრივად, ზუსსტად სათესი მანქანით. აღსანიშნავია რომ მანქანით თესვა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ერთ ჰა-ზე საჭიროა 1-1,2 მილიონი ცალი თესლი. ჩათსვის სიღრმე მძიმე ნიადაგებზე არის 2-2,5 სმ. ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე – 3.0 სმ. მცირე ფართობებზე შესაძლებელია მწკრივებად დაითესოს ხელით. ამ შემთხვევაში მწკრივთა შორის 30-40 სმ. და მცენარეთ შორის 3-4 სმ. დაშორებებია საჭირო. სტაფილოს დათესვა შემაღლებულ ბაძოებზე საუკეთესო შედეგებს იძლევა. დათესვის შემდეგ აუცილებელია ნათესის მსუბუქი მოტკეპვნა.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებლსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. სტაფილოს ტენით უზრუნველყოფს საორიენტაციო ნორმებია:

  • თითოეული მორწყვის ნორმა 1 მ2-ზე: განვითარების ფაზების მიხედვით, 3-დან 10 ლ-მდე
  • ტენისადმი მოთხოვნის პერიოდი: ვეგეტაციის ყველა ეტაპი. მორწყვა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე.
  • მორწყვის მეთოდი: დაწვიმებით, წვეთოვანი სისტემით, ან კვლებში მიშვებით.
საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 4,72 კგ. ფოსფორი 2,7 კგ. კალიუმი 5,6 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

გამოკვების ზოგადი საორენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად
ფოსფორი 108,0 კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით
– კალიუმი 224,0 კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ. დანარჩენი გამოკვების სახით
ნაკელი წინამორბედი კულტურიე ქვეშ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 38,8 კგ. ფოსფორი 60 კგ. კალიუმი 44 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
  • ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
დაავადებები: ფომოზი, ალტერნარია, სიდამპლე, რიზოქტონიოზი, ნაცარი, ბაქტერიული დაავადებები და სხვ. ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით სპილენძის სულფატი – კალციუმის ჰიდროქსიდი; ბორდოს ნარევი; პენკონაზოლი
მავნებლები: სტაფილოს ბუზი, ჩრჩილი, ბუგრი, რწყილი, ბაღლინჯო და სხვ. ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით მდელტამეტრინი; თიამეთოქსამი; დიმეთოატი
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
ძლიერი დასარევლიანებისას, სტაფილოს დათესვამდე ტოტალური გლიფოსატი
ორლებნიენი სარეველების ფართო სპექტრი სელექციური პრომეტრინი
მარცვლოვანი სარეველები სელექციური ფლუაზიტოპ-პ-ბუთილი
მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები

სწორი თესლბრუნვა, ძლიერ დაზიანებული მცენარეების ნაკვეთიდან გატანა და განადგურება, გამძლე ჯიშების დათესვა, დასათესად კონდიციური, დამუშავებული სათესლე მასალის გამოყენება.

მოსავლის აღება/შენახვა

კონებად შეკვრისთვის განსაზღვრულ სტაფილოს შერჩევით იღებენ. ხოლო მოსავლის სრულად აღება კი ყინვების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს. აღება ხდება მანქანით, ან ხელით, მშრალ, მზიან ამინდში. გაშრობის, ფოთლების მოცილების და დახარისხების შემდეგ ძირხვენები ბადდა დანიშნულების ადგილზე იგზავნება.

ხანმოკლე დროით საწყობში შენახვისას ტემპერატურა 120C, ხოლოჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 85% უნდა იყოს. მაცივარში შენახვა 00C ტემპერატურის და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში მიმდინარეობს. შესანახად გამოიყენება მხოლოდ მშრალი, საღი და ხარისხიანი ძირხვენები.

წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები